понедельник, 6 января 2014 г.

ტრენინგის წერილობითი ანგარიში

ღონისძიების დასახელება: ,,პროექტი: ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში'' - ადამიანის უფლებების სწავლება დოკუმენტური ფილმებით''

ჩამტარებელი ორგანიზაცია: არაკომერციული ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში''
ჩატარების ადგილი და ხანგრძლივობა: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ქუთაისი, პუშკინის ქუჩა #6, 12-13 სექტემბერი, 2012 წელი

სამუშაო შეხვედრის მიზანი და ამოცანები: ტრენინგის მიზანი გახლდათ:
1. მასწავლებლებმა როგორ ასწავლონ მოსწავლეებს ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმების საშუალებით
2. მასწავლებლებისათვის საინტერესო მასალებისა და ფილმების გადაცემა

რეზიუმე: 

            ტრენინგი გაიმართა 12-13 სექტემბერს ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ტრენინგი გაიმართა პროექტის მენეჯერის, ნანა ყურაშვილის, კოორდინატორების - სოფია გოდუაძისა და ნათია ახალაიას მხარდაჭერით. ტრენინგს უძღვებოდა ჩეხი ტრენერი, კატერინა მადიაკოვა. 
             ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის რეგიონის 50 საჯარო სკოლის მასწავლებელი. შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ. 
            ნანა ყურაშვილმა გააკეთა PIN-ის პროექტის პრეზენტაცია, მანვე გაგვაცნო საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გათვლილია ახალგაზრდული ინიციატივებისათვის. კატერინა გვესაუბრა  დოკუმენტური  ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ,,ერთი მსოფლიოს'' შესახებ. მან გაგვიზიარა ფილმების საგანმანათლებლო მიზნით გამოყენების საკუთარი გამოცდილება. მან გვიჩვენა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, სოციალური რგოლი, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლეებს მარტივად გავაცნოთ და შევასწავლოთ ადამიანთა უფლებები. მანვე გაგვახსენა ინტერაქტიული მეთოდები, სხვადასხვა აქტივობები (,,ოქროს თევზი'', ,,ცრურწმენების მოზაიკა''...)

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება:

    ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ტრენინგზე დასწრება, რადგან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ დოკუმენტური ფილმების გამოყენებამ შეიძლება უკეთეს შედეგზე გაგვიყვანოს. ტრენერმა მოგვცა ბევრი საინტერესო რჩევა. ამ აქტივობასთან  დაკავშირებით მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუზიარეთ  დოკუმენტური ფილმების სწავლა/სწავლების პროცესში გამოყენების გამოცდილება. დავგეგმეთ, როგორ გამოვიყენებთ აღნიშნულ რესურსებს საგაკვეთილო პროცესში და სადამრიგებლო საათის დროს, რა ღონისძიებებს განვახცორციელებთ მომავალში. ბოლოს ტრენინგის წარმატებით გავლისათვის გადმოგვცეს სერტიფიკატები.
     კარგი იქნება, თუ ასეთი ტრენინგებით ხშირად გაგვანებივრებს არაკომერციული ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში''

13/09/2012



Комментариев нет:

Отправить комментарий